01 ივლისი 2024,   14:58
ვრცლად
ეკვადორის ტელევიზიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - პრეზიდენტმა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. პრეზიდენტმა ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა. ნიღბიანმა პირებმა სტუდიაში მყოფი ადამიანები იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინეს. პირდაპირ ეთერში სროლის და ყვირილის ხმაც ისმოდა.

დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა ეკვადორის პოლიციამ ტელევიზიიდან პერსონალის ევაკუირება მოახერხა, მოგვიანებით კი, რამდენიმე თავდამსხმელის დაკავებაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ პერუ ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს. ამის შესახებ განცხადებას პერუს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღის ამბები