19 სექტემბერი 2024,   05:15
ვრცლად
თბილისში, ბაგა–ბაღის მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ

თბილისში ბაგაბაღის მასწავლებლებს ხელფასი გაეზარდათ. მომატებულ ანაზღაურებას 189 საჯარო ბაღის 11 ათასზე მეტ თანამშრომელი მიიღებს. სახელფასო ფონდის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დღეს გამოაცხადა. საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ბიუჯეტში 109 მლნ ლარია გათვალისწინებული. პარალელურად, კახა კალაძემ ახალი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობარეაბილიტაციის სამუშაოები დააანონსა. ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, უკვე 155 ბაღია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

მთაწმინდის რაიონის 162ე ბაგაბაღის დირექტორი, თბილისში, სააღმზრდელო დაწესებულებაში ხელფასების მატების სტატისტიკაზე საუბრობს. ნინო წიკლაური ამბობს, რომ, ბოლო წელებია, მათი ანაზღაურება კვარტალურად იმატებს, თუმცა ხელფასის 15% -იანი მატება თბილისის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებებში პირველად მოხდა.

გაზრდილ ხელფასს თბილისის 189 საჯარო ბაღის 11 ათასზე მეტი თანამშრომელი იანვრის ბოლოდან მიიღებს. ბაღების სააგენტოს თავმჯდომარე სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დღეს სააგენტოში შეხვდა. კახა აბულაძემ, ანაზღაურების მატების პარალელურად, მასწავლებლებს 2024 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სამომავლო გეგმები განიხილა. აქტიურად მიმდინარებს ახალი ბაღების მშენებლობა და არსებული შენობების რეაბილიტაცია. წელს 7 ახალი ბაღი გაიხსნება და 3-ის რეაბილიტაცია დასრულდება.

თბილისის საჯარო ბაგაბაღი 60 000-მდე ბავშვს ემსახურება. 155 დაწესებულებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, სრულად განახლდა ტექნიკა და ინვენტარი. პარალელურად, ყველა ბაღში დაინერგა ჰასპის სტანდარტი  სურსათის უვნებლობის ახალი სისტემა. სააგენტოში ამბობენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

დღის ამბები