29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს - მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ისრაელი გენოციდს სჩადის, უსაფუძვლოა. "ფაქტობრივად, ისინი, ვინც ძალადობრივად ესხმიან თავს ისრაელს, აგრძელებენ ისრაელის განადგურებისა და ებრაელების მასობრივი მკვლელობისკენ ღია მოწოდებებს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, გენოციდი არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქმედება, რომლის ჩადენაც ნებისმიერ სუბიექტს ან ინდივიდს შეუძლია და ასეთი ბრალდებები მხოლოდ დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გაკეთებული.

შეგახსენებთ, დღეს ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო იწყებს მოსმენებს ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „გენოციდის ხასიათს ატარებს“.

დღის ამბები