01 ივლისი 2024,   13:41
ვრცლად
ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა - მიზეზი ციხიდან კრიმინალური დაჯგუფება "ლოს ჩონეროსის" ლიდერის გაუჩინარებაა

ეკვადორის ხელისუფლებამ ციხიდან გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების, "ლოს ჩონეროსის" ლიდერის გაუჩინარების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ქვეყანაში ძალადობრივი მოვლენები განვითარდა მაშინ, როცა შეიარაღებული პირები საპორტო ქალაქ გუაიაკილში, ტელევიზიის შენობაში პირდაპირი ეთერის დროს შეიჭრნენ. პოლიციამ ტელეარხზე თავდასხმაში მონაწილე 13 შეიარაღებული პირი დააკავა. ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ კი 22 კრიმინალური დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომშია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის 130-ზე მეტი ზედამხედველი და სხვა თანამშრომლები.

დღის ამბები