უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩავიდა.
„დიდი პატივია, ტალინში მივესალმო კარგ მეგობრებსა და მოკავშირეებს - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას. ჩვენი გზავნილი მტკიცეა, ვუდასტურებთ უკრაინას, რომ ესტონეთი მტკიცედ დგას მის გვერდით. ამ ომს ერთად მოვიგებთ“, - ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ესტონეთში ზელენსკისა და კულებას ჩასვლას.
ამ წუთებში, ზელენსკი, ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან ერთად, პრესკონფერენციას მართავს.
ესტონეთამდე, უკრაინის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით, ლიეტუვას სტუმრობდა.