16 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა - იაგო ხვიჩია

დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.

დიპლომატმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ანე ტოფტ სორენ-სენმა დანიურ მედიაში გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ელჩს შეფასებაში ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა. როდესაც ელჩი აკეთებს ასეთ განცხადებას, ეს არის ზოგადი, ძალიან მყარი პოზიცია, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში ნამდვილად არ არის დემოკრატიული მმართველობა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" წევრი ხატია დეკანოიძე.

იაგო ხვიჩია კი აცხადებს, "ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა":

"ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ არ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა. ოლიგარქიული მმართველობა ბევრად წინ დგას იმ მმართველობაზე, რაც ჩვენ გვაქვს. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს და ეს არ არის ოლიგარქიული მმართველობა, ტყუილია, რასაც ავრცელებს მედიაც და საერთაშორისო საზოგადოებაც," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები