01 ივლისი 2024,   16:26
ვრცლად
გორში 40 წლამდე ჯარისკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლამდე ჯარისკაცი, რომელიც გორის პირელ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, დღეს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. 

გარდაცვლილი, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის და გორში მსახურობდა. მასზე ძებნა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯარისკაცი დილით სამსახურში არ გამოცხადდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები