16 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების ანუ, 289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.

ხაზარაძეს არჩევნებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

"მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და, 289 დღის მერე, თქვენ ნახავთ, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, ის იქნება მოსკოვში. მის გარეშე კორუფცია ამ ქვეყანაში არ კეთდება, არც ნეპოტიზმი კეთდება და არც ის საქმეები, რომელიც ამოტივტივდება, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები