22 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
თუ ვთანხმდებით, რომ რელიგიური შენობებისა თუ ნივთების შეურაცხყოფა არ შეიძლება, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია - ფაქტია, არსებული რეგულაციები პრევენციისთვის საკმარისი არ არის - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა, ამის შედეგი "სამოქალაქო დაპირისპირებაა".

ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ:

"თუ ამაზე ვთანხმდებით, რომ არ უნდა მოხდეს შეურაცხყოფა რელიგიური შენობებისა თუ ნივთების, შესაბამისად, ამაზე უნდა არსებობდეს სანქცია. არსებობს გარკვეული რეგულაციები, მაგრამ ფაქტია, რომ პრევენციისთვის ეს საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ახლებური რეგულაცია.

როდესაც ხდება რელიგიური დანიშნულების შენობების, ნივთების შეურაცხყოფა ამის შედეგი არის სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და ეს არის გარკვეული ინსპირაცია სამოქალაქო დაპირისპირების. ამის აღსაკვეთად არის გამიზნული ასეთი რეგულაცია.

ფაქტობრივად, ეს არის დაგეგმილი კაპანია რელიგიური კონფესიის წინააღმდეგ.

ერთი, რომ საეკლესიო კალენდრის სპეციალისტი აღმოჩნდა რატომღაც ყველა ენჯეოს წარმომადგენელი და პოლიტიკოსი, მეორე – უცებ ყველა იკონოგრაფიის სპეციალისტებიც აღმოჩნდნენ. მათ არც ის აინტერესებთ, შობა რომელ დღეს აღინიშნება. არც ის ადარდებთ, ხატზე რა არის გამოსახული. სინამდვილეში, ეს არის კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ და სინამდვილეში, ქართველი ფსევდოლიბერალები არიან მაუზერიანი ბოლშევიკების რეინკარნაცია თანამედროვე ეპოქაში, რომელთაც ერთი სული აქვთ, გუმბათები მოანგრიონ ქართულ ეკლესიას,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები