29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი, ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები