ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას - ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, რომ ურეიტინგო პოლიტიკური ფიგურის შექმნისა და შენარჩუნების მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, გიორგი გახარიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"ეს ადამიანი გვევლინებოდა მოჩვენებითად, რომ თითქოს ის წარმოადგენდა კანონის უზენაესობის დამცველს, თუმცა მან კანონდამრღვევის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და, პრაქტიკულად, გაცხადებულ ალიანსშია "ნაცმოძრაობასთან", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატებს სთავაზობს.