16 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
საფრანგეთის ახალმა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო რამდენიმე მინისტრს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა კატრინ კოლონამ და პორტფელი ყოფილმა ევროპარლამენტარმა, სტეფან სეჟორნემ ჩაიბარა.

სეჟორნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელი და ევროპის პარლამენტის ლიბერალური, პროევროპელი დეპუტატების ჯგუფის, „განაახლეთ ევროპის“ ლიდერია.

საფრანგეთის ახალ კაბინეტში კულტურის მინისტრის თანამდებობა დაიკავა რაშიდა დათიმ, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მთავრობის იუსტიციის მინისტრი იყო. კეტრინ ვოტრინი დაინიშნა საფრანგეთის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრად.

დღის ამბები