03 ივლისი 2024,   13:41
ვრცლად
ემანუელ მაკრონი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს. როგორც ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ამბობს, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლები უვნებლად დაბრუნდნენ სახლებში.

"დღეს 7 ოქტომბრის თავდასხმიდან 100 დღე გავიდა. საფრანგეთი თავის შვილებს არ დატოვებს. სწორედ ამიტომ, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ და ისევ უნდა განახლდეს. არასდროს დანებდეთ, რადგანაც ჩვენ არასდროს დავთანხმდებით მსხვერპლს. გავაკეთებთ ყველაფერს. გქონდეთ იმედი, რომ მძევლებს სახლებში დავაბრუნებთ,"- აცხადებს ემანუელ მაკრონი. 

შეგახსენებთ, რომ "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, ტყვეობაში, სავარაუდოდ, რჩება 150-მდე ადამიანი. ფრანგული მედიის ცნობით, მათ შორის, შეიძლება, იყოს სამი ფრანგი.

დღის ამბები