29 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
იტალიაში მანქანის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცენტრალურ იტალიაში, ლივორნოში, ავტომობილის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე - 40 წლის კაცი დააკავეს.

იტალიური მედიის ცნობით, კაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომობილი, მანქანების სარემონტო ობიექტიდან, რამდენიმე დღის წინ იყო მოპარული.

ავტომობილი მფლობელს უკვე დაუბრუნეს.

დღის ამბები