ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, 15-18 იანვარს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებს. განისაზღვრება თანამშრომლობის სფეროები.
რიჩარდ ნეფიუ საქართველოში ხელისუფლების, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.