19 სექტემბერი 2024,   04:15
ვრცლად
რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაცია გრძელდება

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაცია მიმდინარეობს. გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული ქალაქის პირველი საბავშვო ბაღი, სრულად რეაბილიტირებულია. ქალაქის ყველაზე ძველი ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს დღეიდან მასპინძლობს.

პროექტის ფარგლებში, ისტორიული შენობის ორივე ფლიგელის გამაგრება-რესტავრაცია და შიდა სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 716 000 ლარით დაფინანსდა.

დღის ამბები