ბოლო 6 თვეში უკვე მეორედ, საქართველოს მაღალი დონის დელეგაცია ჩინეთში ჩავიდა.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში, შუა დერეფანს, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს პეკინსა და შანხაიში მართვას. დელეგაციას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
მთავარი შუა დერეფანია, თუმცა საუბარი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც მიდის. ეს ეხება როგორც შავი ზღვის რეგიონს, ისე ახლო აღმოსავლეთს.
მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც.
პეკინში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, კვლავაც მიიღო ურყევი პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება.
მმართველი გუნდის დელეგაცია ჩინეთში 20 იანვრამდე დარჩება.