16 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სიღნაღში სასტუმრო კომპლექსის პრივატიზების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიზეზებს განმარტავს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტო "საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც შპს "სასტუმრო სიღნაღში-სთვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების ერთი წლით - 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებას შეეხება.

როგორც განცადებაშია ნათქვამი, ცვლილება მოქმედ განკარგულებაში საქართველოს მთავრობამ შეიტანა, უშუალოდ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა კი დასკვნით ეტაპზეა. ამასთან, განმარტავენ, რომ შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილიც.

"გვსურს გამოვეხმაუროთ "საერთაშორისო გამჭვირვალო - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შპს "სასტუმრო სიღნაღში-სთვის" (შპს „სომგოს კომპანიის“ უფლებამონაცვლე) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების ერთი წლით - 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებას შეეხება.

აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.

გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები