19 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
საქართველოში მობილური ინტერნეტი 136%-ით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში - კომუნიკაციების კომისიის კვლევა

საქართველოში მობილური ინტერნეტი 136 პროცენტით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შედეგი ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველოს საკომუნიკაციო მომსახურეობის ანალიზმა აჩვენა.

კვლევა კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიურია, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ის ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

დღის ამბები