16 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
უცხოური გლობალური ომის პარტია ხვდება სად არის ქართული სახელმწიფოს ძალა, ამიტომ აქაური საცეცებით ებრძვის, მათ შორის, შეუმდგარი პიროვნებების ხელით - გურამ მაჭარაშვილი ნატა ფერაძის განცხადებაზე

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "უცხოური გლობალური ომის პარტია" "აქაური საცეცებით ებრძვის" ეკლესიას. ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნატა ფერაძის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომელიც, თავის მხრივ აცხადებს, რომ სამების საკათედრო ტაძარი კორუფციის ბუდეა.

მაჭარაშვილის თქმით, სარწმუნოება საქართველოში ერთ-ერით ძლიერი ინსტიტუციაა და ამის გამო ებრძვიან.

"სინანულით შევხედავთ ხოლმე იმას, რაც ხდება ადამიანის თავს, რომელიც ებრძოდა ეკლესიას. ალბათ, აქ სერიოზული კომენტარი ვერ გაკეთდება გარდა ერთისა - ის უცხოური გლობალური ომის პარტია ძალიან კარგად ხვდება სად არის ქართული სახელმწიფოს ძალა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დასაყრდენი საქართველოს ეკლესიაა, ამიტომ აქაური საცეცებით ებრძვის, მათ შორის, ასეთი შეუმდგარი პიროვნებების ხელით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები