16 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
"ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო, მან უნდა იმუშაოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ" - სერბეთის პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილზე

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო". მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და აღნიშნა ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

"თქვენ მოისმინეთ რას ამბობდა ირაკლი. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში მის პოლიტიკურ კარიერაში. ვფიქრობ, ის იმსახურებს წლები მართოს სახელმწიფო. თუ გახსოვთ, საქართველო იყო ვარსკვლავი ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე. რა იყო მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი? თითქმის ნული, 1, 1.5%. დღეს არავინ საუბრობს იმ საოცარ შედეგებზე, რასაც მიაღწია ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი შედეგებით ვერ დავიკვეხნით ევროპაში.

კიდევ ერთი რამის დამატება მინდოდა ირაკლის შესახებ, მან აღნიშნა, რომ აღრმავებს ურთიერთობას ჩინეთთან სტრატეგიულ დონეზე და ის ძალიან მალე შეხვდება იგივე ტიპის კითხვებს, რასაც მე ყოველთვის ვაწყდებოდი - რატომ აკეთებ ამას? უფრო ახლოს ხარ ჩინეთთან თუ ევროკავშირთან? მან უნდა იმუშაოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მას არ შეუძლია მარტივად და წარმატებით იმუშაოს ჩინური ინვესტიციების გარეშე. ევროპაში, მათ ეს უნდა გაიგონ," - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

დღის ამბები