01 ივლისი 2024,   13:58
ვრცლად
"ვივამედში" სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ "წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი" შეფასებას აქვეყნებს

"წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი" კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს.

ყველა პატიმარი, რომელიც "ვივამედის" დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"ვივამედის" კლინიკის დაცულ ნაწილში მატერიალური პირობები სრულიად ადეკვატური იყო, რაც ჯანდაცვის დაწესებულებისთვის მოსალოდნელი იყო. პაციენტების ოთახები იყო ფართო, კარგად მოვლილი და სუფთა. სააკაშვილის მიერ დაკავებული ფართი იყო განსაკუთრებით დიდი, ოთახი და საძინებელი.

ანგარიშში წერია, რომ სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია. განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების პალატაში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული.

ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ სააკაშვილს ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე. კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, რომ მნიშვნელოვანია, პაციენტებს ჰქონდეთ გარეთ გასეირნების შესაძლებლობა. სააკაშვილის შემთხვევაში, კომიტეტი აღნიშნავს, რომ მარტო ყოფნა მრავალი თვის განმავლობაში, გარე ვარჯიშის ნაკლებობა და კამერებით მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ყოფნა, იწვევს სიტუაციას, რომელიც არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ სათვალთვალო კამერების არსებობა, განსაკუთრებით სააკაშვილის მუდმივი მეთვალყურეობა, უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული წესით. მართალია, მუდმივი მეთვალყურეობა გამოიყენება მხოლოდ ერთ პაციენტზე, რომელსაც ჰქონდა კლინიკის პერსონალთან რთული ურთიერთობები და ქცევის ისტორია, რომელიც შეიძლება, განიმარტოს, როგორც თვითდაზიანების ფორმა, მაგალითად, უარის თქმა კლინიკის შემოთავაზებულ საკვებზე და ზოგიერთ შემოთავაზებულ მკურნალობაზე, თუმცა დელეგაციის ვიზიტის დროს, მაინც გამოყენებული ზომები პოტენციური საფრთხის არაპროპორციული აღმოჩნდა - ნათქვამია ანგარიშში.

დღის ამბები