დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, წერეთლის რეაბილიტაციის გართულების გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილით მიმართეს. მათ ასევე მოუწოდეს კახი კალაძეს, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხი გასცენ.
კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. თბილისის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რის გამოც მათ ხელშეკრულებები გაუუქმდათ.
"ოპოზიციას ერთ რამეს ვეტყოდი - აღებული ყველა ერთად ის ოპოზიცია ვისზეც თქვენ საუბრობთ, მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არაფერი არ გაუკეთებიათ იმდენი, რამდენიც ჩვენ მოვახერხეთ 2017 წლიდან და გავაკეთეთ. აწი რომ არაფერი გავაკეთოთ და საერთოდ გავჩერდეთ, იმაზე მეტი გვექნება გაკეთებული და ვიამაყებთ, ვიდრე მაგათ.
ყველა დაპირება იქნება შესრულებული. ვერცერთი რადიკალი ოპოზიციონერი, ხელმოცარული და ქვეყნის მოღალატე ვერ შეაჩერებს ვერც ქალაქის განვითარებას, ვერც ქალაქის აღმშენებლობას. ჩვენ მშვიდობასაც შევინარჩუნებთ. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანა გამოიყენოს იმისთვის, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. არავის არ მიეცემა ამის შესაძლებლობა," - განაცხადა კახა კალაძემ.