"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, ოპოზიციის ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი შეფასებით, თბილისის მერის წინააღმდეგ, ოპოზიციის მხრიდან ხელმოცარული, მდაბიო და მავნებლური პიარკამპანია მიმდინარეობს.
კახა კალაძის წინააღმდეგ, ხელმოცარული ოპოზიციის მიერ წამოწყებული, მდაბიო და ამავდროულად, მავნებლური, ადვილად გაშიფვრადი და უშედეგო პიარის ერთ-ერთი მიმართულების მოკლე "ანამნეზი:"
ჩუმად იყვნენ მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ წერეთელზე მიმდინარე სამუშაოები მთლად ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო და მერიასაც პრობლემები ჰქონდა კონტრაქტორთან. (მაქსიმუმ ღლიცინებდნენ).
აყვირდნენ მაშინ, როდესაც პრობლემა მკაცრად გადაიჭრა, გამოსწორდა და მიხვდნენ, რომ პირობაც სრულდება - როგორც იტყვიან, საშვილიშვილო საქმე კეთდება.
პირველ შემთხვევაში თებერვალში აპირებდნენ ამბავი აეტეხათ," - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს, წერეთლის რეაბილიტაციის გართულების გამო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილით მიმართეს. მათ ასევე მოუწოდეს კახი კალაძეს, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე მივიდეს და ოპოზიციის შეკითხვებს პასუხი გასცენ.