საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში გრძელდება. მაღალი დონის შეხვედრებს "ქართული ოცნების" წევრები აფასებენ და საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ვიზიტები საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ჩინეთს შორის არსებული შესაძლებლობები და პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი. მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ამ ვიზიტის ფარგლებში, საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები ჩატარდა, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენს ქვეყანასა და მისი ეკონომიკის განვითარებას", - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთში ხვალ, 20 იანვარს დასრულდება.