25 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი - მეთიუ მილერი

აშშ მხარს უჭერს სომხეთისა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ ისინი [აზერბაიჯანი და სომხეთი] ხელს მოაწერენ გრძელვადიან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი. მხარეებმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწიეს გასული წლის განმავლობაში. მოვუწოდებთ მათ, შეინარჩუნონ წინა მოლაპარაკებების იმპულსი და დადონ შეთანხმება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დღის ამბები