სამწუხარო რეალობაა, რომ ოპოზიცია განადგურებული და პოლიტიკურ ჭაობშია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ერთმანეთს ხელს ადებენ, როგორმე თავად გვიან ჩაიძირონ.
„ერთმანეთს აბრალებენ, სალომე სამადაშვილი უფრო მეტად აშავებდა, ვიდრე ხატია დეკანოიძე და ა.შ. შეგვიძლია, ქართული ცნობილი გამონათქვამი გამოვიყენოთ – „ყვავმა ყვავს დასცინა შენ ჩემზე შავოო“. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უფრო მეტად აშავებდა. მთავარია, რომ ოპოზიცია ბრიუსელში საკუთარი ქვეყნის გაშავებას ცდილობდა. მიკვირს, როცა ქართული ოცნების რეიტინგი 60 პროცენტზე მეტი არ არის. ასეთი მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველომ სწორი და პრაგმატული პოლიტიკა დაიკავა. სადმე ორღობეში თუ კვლევა ტარდება, იმას მოიტანთ ხოლმე, ახლა ჩვენი არ გჯერათ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ოპოზიციაში საკუთარ ქვეყანას უდგას. მათი დღის წესრიგი ვიდრე ისე იქნება, რომ ქვეყნის წარმატება მათი წარუმატებლობა იქნება, მანამდე ყოველთვის ასეთ დეგრადირებულ მდგომარეობაში იქნებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.