03 ივლისი 2024,   14:10
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს მარტამდე მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მარტის დასაწყისამდე და თავიდან აიცილებს მთავრობის მუშაობის შეჩერებას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

კანონპროექტს 314-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 108, მათ შორის - 106 რესპუბლიკელი. საბოლოოდ, დასამტკიცებლად კანონპროექტი ბაიდენს გაეგზავნა.

პარალელურად, ამერიკელ კანონმდებლებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები თეთრი სახლის მოთხოვნის დამტკიცების შესახებ დამატებით დაფინანსებაზე, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. დაფინანსების შესახებ მოთხოვნა შეჩერებულია ოქტომბრიდან, რესპუბლიკელთა მოთხოვნის გამო.

დღის ამბები