03 ივლისი 2024,   13:33
ვრცლად
ოქროს გლობუსის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი პრესტიჟული კინოფესტივალისთვის ემზადება - ყურადღების ცენტრშია ლონდონი

ოქროს გლობუსის შემდეგ, მსოფლიო კიდევ ერთი პრესტიჟული კინოფესტივალისთვის ემზადება - ამჯერად ყურადღების ცენტრშია ლონდონი, სადაც ბაფტას რიგით 77-ე დაჯილდოებისთვის ემზადებიან.

ფესტივალზე, ამჯერადაც ყველაზე მეტ - 13 ნომინაციაში, კრისტოფერ ნოლანის ფილმი "ოპენჰაიმერია" წარდგენილი, მას 11 ნომინაციით სიურრეალისტური ფილმი "ფუარ თინგსი" მოჰყვება. "ბაფტას" კინოფესტივალზე ჯილდოს ელოდებიან ლეონარდო დიკაბრიო და რობერტ დენიროც, რომლებიც მარტინ სკორსეზეს თრეილერში ერთად თამაშობენ. ბრიტანეთის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის დაჯილდოებაზე სულ 38 ფილმია ნომინირებული, გამარჯვებულების ვინაობა კი 18 თებერვალს გაირკვევა.

დღის ამბები