ევროპა თავდაცვით გეგმაზე მუშაობს. ნატოს მასშტაბური წვრთნების დააანონსების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები თავდაცვითი ხაზის მშენებლობას იწყებენ. შეთანხმება გაფორმებულია.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ერთობლივი თავდაცვის ზონის შექმნის შესახებ საბოლოოდ შეთანხმდნენ. მიზანი სამხედრო საფრთხის შეკავებაა.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური საზღვრებზე ფიზიკური თავდაცვითი ობიექტებია საჭირო.
"უკრაინაში ომმა დაგვანახა, რომ ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის გარდა, საზღვრებზე საჭიროა ფიზიკური თავდაცვითი ობიექტები, რათა ესტონეთი პირველივე მეტრიდან დავიცვათ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა ესტონელმა ხალხმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მაგრამ თუ გაჩნდა უმცირესი საფრთხეც კი, ჩვენ უკეთ ვიქნებით მომზადებული მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისთვის,"- აცხადებს ჰანო პევკური.
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრი არვიდან ანუსაუსკასი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სოლიდარობა უნდა იყოს იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ყოფილა.
"უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სოლიდარობა უნდა იყოს იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე," - აცხადებს არვიდან ანუსაუსკასი.