16 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
შანსები, როგორც არ ჰქონიათ ბოლო 12 წლის მანძილზე, ასევე არ ექნებათ ახლაც - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და 2024 წლის არჩევნებზე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პარტიების გეგმები. მმართველი გუნდი მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდოს.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსები აქვთ, ეს პროგნოზი კი მათივე განმარტებით, არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებსა და სტაბილურობას, არამედ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებსაც ემყარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ენმ- არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი კონფიგურაციით. 

"იყო საუბარი ენმ-ს კიდევ ერთი ქვედანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით, ეს ხალხი ვერ სწავლობს ჭკუას საბოლოო ჯამში და ამის განაჩენს ისინი წლის ბოლოს არჩევნებზე იხილავენ. პრობლემა არ არის, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ დაჯგუფდებიან, პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. ის პოლიტიკური ოგრანიზაციები და პარტები, რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, როგორ შეიძლება მათ ხმა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებისგან. 

შანსები, როგორც არ ჰქონიათ ბოლო 12 წლის მანძილზე, ასევე არ ექნებათ ახლაც. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს ისინი ჩაერთვებიან ომში, მათი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ საქართელოს მოქალაქეები უკრაინაში საომრად გაეგზავნათ და ასე ერთვებოდნენ ომში, მეორე ისინი რასაც გააკეთებდნენ არის ის, რომ სანქციებს დაუწესებდნენ რუსებს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს და ყველაფერს გააჩრებდნენ. ეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი საქართველოსთვის ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები