21 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
პუტინი ფხენიანში ვიზიტს გეგმავს - ჩრდილოეთ კორეის მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მოსკოვში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს, გამოთქვა მზადყოფნა, ახლო მომავალში ეწვიოს ფხენიანს, - წერს სააგენტო Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით.

ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს რუსეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება ჩრდილოეთ კორეაში.

კრემლში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებენ.

პუტინი ფხენიანს ბოლოს 2000 წლის ივლისში ეწვია და კიმ ჩენ ინის მამას, კიმ ჩენ ირს შეხვდა.

დღის ამბები