19 სექტემბერი 2024,   04:17
ვრცლად
რომში, ქურდობის მცდელობისთვის, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

იტალიის დედაქალაქ რომში, ქურდობის მცდელობისთვის, საქართველოს 3 და ლიეტუვის 1 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები საცხოვრებელ ბინაში შეჭრის მცდელობისას დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა, დაკავებისას, წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 33-დან 52 წლამდე ასაკის, წარსულში ნასამართლევი პირები არიან.

დღის ამბები