19 სექტემბერი 2024,   05:13
ვრცლად
ერაყში აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა წინააღმდეგობამ" აიღო

ერაყში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფმა "ისლამურმა წინააღმდეგობამ" აიღო.

ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით, მასიური შეტევა ალ ასადის სამხედრო ავიაბაზაზე გუშინ განხორციელდა, რომლის შედეგად როგორც ამერიკელი, ისე ერაყელი სამხედროები დაშავდნენ. დაშავებულების რაოდენობა, ამ ეტაპზე, არ დაზუსტებულა.

ეს იყო 53-ე შემთხვევა, ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პროირანულმა ჯგუფებმა ერაყში ამერიკელების ბაზებს შეუტიეს. ასეთივე თავდასხმები ამერიკულ ბაზებზე სირიაშიც ხორციელდება.

 

დღის ამბები