16 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ებრძვიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ეროვნება, იდენტობა და კულტურა დგას - რატი იონათამიშვილი მინდიაშვილის განცხადებაზე

ეკლესიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, შალვა პაპუაშვილმა ცალკეული პოლიტიკოსები, მედიის ნაწილი და "ტოლერანტობის ცენტრის" ხელმძღვანელი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.

პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილის მიერ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობაა. სპიკერის განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ტოლერანტობის ცენტრი არა „სახალხო დამცველთან არსებული“ სტრუქტურული ერთეული, არამედ ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც "იუესეიდ-ის" ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. 

არის თუ არა მინდიაშვილის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები რელიგიური შეუწყნარებლობა, სიძულვილის ენა და მტრული რიტორიკა - ოპოზიციას, არასსამთავრობო სექტორსა და თავად მინდიაშვილს ამ კითხვაზე, კონკრეტული პასუხი არ აქვთ. დავით ბერძენიშვილის განცხადებას კი არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილი.

„რადიკალურმა ოპოზიციამ თავად დაიყენა საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემაზე და ამ პოლიტიკურ ანათემას უკვე საბოლოოდ გააფორმებს ჩვენი ამომრჩეველი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები ებრძვიან სახელმწიფოსა და ეკლესიას. ებრძვიან ყველაფერს, რაზეც ჩვენი ეროვნება, იდენტობა და კულტურა დგას. როგორც ჩანს, ამ ბრძოლას სულ სხვა მიზნები და ამოცანები აქვს სინამდვილეში და, თითოეული ასეთი განცხადებით, საკუთარი რეალური მიზნების ლუსტრირებას ახდენენ,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა, ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.

დღის ამბები