16 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებს დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლავროვი ნიუ-იორკს 22-დან 24 იანვრამდე ეწვევა და პირადად მიღებს მონაწილეობას გაერო-ს უშიშროების საბჭოს დებატებში ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ. ასევე, დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც უკრაინის საკითხებს განიხილავენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ფარგლებში, არაერთი ორმხრივი შეხვედრაა მოსალოდნელი.

დღის ამბები