საქართველო, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია. სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი, მსოფლიოში საუკეთესოა - მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
კვლევა საქართველოში ბოლოს, 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხნენ 592კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია. 2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების, თითქმის, 10%-ს შეადგენდა.