ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი "ქართუს" განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ "ბოლო დღეებში რამდენიმე ტელეკომპანიამ, რომელთა ზურგს უკან მარტივად ამოიცნობა კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გაშალეს შავი პიარის ერთიანი ფრონტი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი "ქართუს" წინააღმდეგ".
ექსპერტის თქმით, პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ, საბოლოოდ, "შურით სკდებიან და, ათასი ტყუილით გავსებულები, უარეს სისულელეში იხლართებიან".
"როგორც წესი, ხელმოცარული, თავის უიღბლობას ყველასა და ყველაფერს აბრალებს, მერე იბოღმებოდა, მერე კი სანამ შურით გასკდება ნელ-ნელა გადადის აბსურდების, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. ამ ყველაფერს თუ ისიც აძლიერებს, რომ როცა არაფერი გაუკეთებიათ არც თავის ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის, ავადმყოფურად ამოიღებენ მას, ვინც პირიქით, მეცენატობით და ქველმოქმედობით არის დაკავებული. სწორედ ამ სენით არიან შეპყრობილები მავნებლები და მათი რუპორი ტელევიზიები, რომლებსაც, რასაც ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აკეთებს, იმის 1% გაკეთებაც არ შეუძლიათ. თან, პოლიტიკური ქულების ჩაწერა უნდათ, სინამდვილეში კი საზიზღრად დაბოღმილები კი იბერებიან, საბოლოოდ, შურით სკდებიან და, ათასი ტყუილით გავსებულები, უფრო უარეს სისულელეში იხლართებიან", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.