01 ივლისი 2024,   14:53
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. 64-ე ბაგა-ბაღი, რომელიც სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

ბაღი 15 ჯგუფიანია და 500-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ახალ საბავშვო ბაღში მოწყობილია სასადილო სივრცეები, სპორტული და მუსიკალური დარბაზები.

ბაღს ასევე აქვს გამწვანებული, დაცული ეზო, თანამედროვე, ეკომეგობრული ატრაქციონები და სათამაშო მოედნები.

აფრიკის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებდა. ახალ ბაღში უკვე 400-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

დღის ამბები