03 ივლისი 2024,   12:42
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება - დღეს ჩვენება საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ უნდა მისცეს

რამდენიმე წუთში დავით გარეჯის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყება. დღეს ჩვენება უნდა მისცეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მოაწვდის გამოძიებას ინფორმაციას. საქმეზე ბრალდებულები არიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"მისი ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ რა მოცემულობა და რა განვითარება დახვდა მას, როდესაც დახვდა კომისიის თავმჯდომარე, რა დოკუმენტაცია მიეწოდა მას, როგორც კომისიის თავმჯდომარეს და იყო თუ არა ეს დოკუმენტაცია სრულყოფილი. ასევე, რა ინფორმაცია მიეწოდა ამ დემილიტარიზაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ეს ინფორმაციაც იყო თუ არა სრულყოფილი," - აცხადებს საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

დღის ამბები