29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში საჰაერო განგაშია ჩართული

უკრაინაში ომი გრძელდება - ამ წუთებში საჰაერო განგაშია ჩართული აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებში. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, სულ დაფიქსირდა 186 აფეთქება. სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით, მოიერიშე დრონები დაფიქსირდა.

საჰაერო თავდაცვამ, გასული დღე ღამის განმავლობაში, 8 "შაჰედის" ტიპის დრონის ჩამოგდება შეძლო.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, ოკუპანტების 47 იერიში მოიგერიეს 6 მიმართულებით. ჯამში 53 შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები