29 სექტემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ცოლის მკვლელობის გამო, 32-წლიანი მიმალვის შემდეგ, 60 წლის კაცი აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება

60 წლის ხოსე ლაზარო კრუზი 1991 წელს ჩადენილი მკვლელობის გამო დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი ექსტრადირება კოსტა რიკიდან შეძლეს.

როგორც CNN-ი წერს, კრუზმა 1991 წლის 30 აპრილს, მეუღლე - 24 წლის ანა ხურადო დაჭრა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობებით, 3 შვილის დედა მალევე გარდაიცვალა.

მკვლელობის შემდეგ, კაცმა აშშ-ის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და, სამი ათწლეულის განმავლობაში, თავს სალვადორს აფარებდა. საბოლოოდ, ის კოსტა რიკაში შესვლის მცდელობისას დააკავეს და აშშ-ში დააბრუნეს. 

დღის ამბები