"ხალხის ძალის" განცხადების შემდეგ, კომენტარს აკეთებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე, 2008 წელს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უპატიებელი შეცდომები და უამრავი დანაშაული ჩაიდინა.
"უდიდესი ძალისხმევის შედეგად, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ და თითოეულმა იმ ადამიანმა, ვინც დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლით უდიდესი გადაწყვეტილება მოგვეპოვებინა და ახლა უკვე ჩვენს მხარეზეა საერთაშორისო სასამართლოთი და საერთაშორისო სამართლით დამტკიცებული ოკუპაციის, აგრესიული ომის წარმოება საქართველოსთან მიმართებაში.
2008 წლის ომთან მიმართებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპატიებელი ქმედებები განახორციელა, საქართველოს სახელმწიფოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში. ამ ხალხის ძალისხმევით და უპასუხისმგებლო ნაბიჯების შედეგად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე იქნა ისტორიული შეცდომები და არა მარტო შეცდომები, მათი მხრიდან არის უამრავი დანაშაული ჩადენილი," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.