16 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"მთავარი პრობლემა დაკავშირებულია სიებთან" - ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა საარჩევნო უბნებზე არსებულ ზოგიერთ პრობლემას მოაგვარებს

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, ელექტრონულ სარჩევნო სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საარჩევნო უბნებზე არსებულ გარკვეულ პრობლემას მოაგვარებს.

ჯაფარიძის განცხადებით, მთავარ პრობლემას სიები წარმოქმნის, ხოლო ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი საშუალება ცესკოს მხრიდან საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების აღრიცხვაა.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრონულ ხმებზე გადასვლა და ამ სისტემის შემოღება კარგია, რადგან, რა პრობლემებსაც გავეცანით, რომლებიც საარჩევნო უბნებთან არსებობდა არჩევნების დღეს, ეს სისტემა მოაგვარებს.

ჩვენი აზრით, მთავარი პრობლემა დაკავშირებულია სიებთან. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, შესაძლებელია, მარტივი რაღაც გააკეთონ - ცესკოს შეუძლია საიტზე მიუთითოს, ვინ არის საზღვარგარეთ გასული. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აქვთ. შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იქნება საზღვარგარეთ, ექნება საშუალება, თვითონ შეამოწმოს, არის თუ არა მონიშნული, როგორც საზღვარგარეთ მყოფი. შესაბამისად, ის უნდა იყოს ამოღებული იმ სიებიდან, რომლებიც აქ იქნება უბნებზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები