19 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშე აშენებული სახლების დაკანონება აპრილიდან დაიწყება - სამშენებლო ამნისტია ყველა რეგიონზე გავრცელდება

2023 წლის 1 დეკემბრამდე აშენებულ, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც სამშენებლო ნებართვისა და დოკუმენტაციის გარეშეა აგებული, ამნისტია გავრცელდება. იმ ფიზიკურ პირებს, ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დოკუმენტაციის გარეშე აქვთ ნაგებობა, არ მიუმართავთ საჭირო უწყებებისთვის, არ შეუთანხმებიათ სამშენებლო პროექტი და მათი ქონება არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ.

მფლობელებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და ამნისტიის შედეგად მესაკუთრეები გახდებიან.

სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა იუსტიციის მინისტრს მთავრობის მეთაურმა დაავალა. რატი ბრეგაძის განმარტებით, 1 აპრილამდე სრულად იქნება განსაზღვრული ის ტერიტორიები, რომლებზეც განთავსებული საცხოვრებლები დაკანონდება. თბილისის გარდა, შეღავათები ყველა რეგიონზე გავრცელდება.

პარლამენტმა სამშენებლო ამნისტია, ცვლილებები "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონსა და სივრცის დაგეგმარების კოდექსში, გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. აპრილიდან კანონი ძალაში შევა. ოპოზიციაში მთავრობის მიერ პროექტის ინიციირებას, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ. საპასუხოდ მმართველი გუნდში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, კანონის მიღების საჭიროება.

მთელი საქართველოს მასშტაბით, სამშენებლო ამნისტია, მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.

დღის ამბები