29 სექტემბერი 2024,   05:20
ვრცლად
"ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” - ბოლნისის მუზეუმში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

"ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის” - ამ სახელწოდების ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ფორუმი ბოლნისის მუზეუმში გაიმართა.

პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში, ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ონლაინ გაყიდვებისთვის შეიქმნა ვებგვერდი.

ასევე, რამდენიმე ადგილას, ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდა და მოეწყო მუნიციპალური ტრანსპორტის ენერგოეფექტური გაჩერებაც.

დღის ამბები