03 ივლისი 2024,   13:02
ვრცლად
ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები.

დაჯგუფება "კატაიბ ჰეზბოლამ“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო.

ავიაიერიშებს გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი. ლოიდ ოსტინის განცხადებით, მომხდარი აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე სამი კონკრეტული ობიექტი იყო.

დღის ამბები