19 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
120 000 ლარის ღირებულების უკანონო ოქრო - სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

საუბარია კილოგრამზე მეტი ოდენობის ოქროს სამკაულებზე, რომელთა საბაჟო ღირებულებაც 120 000 ლარს აღემატება.

დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები