16 ნოემბერი 2024,   02:58
ვრცლად
ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატის პრაიმერისში ლიდერობს

ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში წინ მიიწევს. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ნიუ-ჰემფშირის შტატში პრაიმერისში ლიდერობს.

მედიის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 75%-ზე მეტი, ტრამპს კი ხმების 54,3% აქვს. მისმა მეტოქემ, ნიკ ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, ხმების 43,7% მიიღო.

ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვება წამყვან პოზიციაზე აყენებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატი გახდეს.

დღის ამბები