16 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ, ქალბატონ თაკოს ეს რომ შეესრულებინა, მერე ვნახავდით, ვინ იქირქილებდა - იაგო ხვიჩია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე  იაგო ხვიჩია, თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯერ თავად ქალბატონმა თაკომ უნდა მისცეს სხვებს მაგალითი და რუსთაველზე პირველი თვითონ უნდა გავიდეს:

"რის მომტანიც არ უნდა იყოს ეს გზა, მის ნამდვილობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსთაველზე ლეიბზე წამოწოლილი თაკო ჩარკვიანს დავინახავ. მანამდე, ეს მხოლოდ ვიღაცების ფანტაზიებია. როცა ეს რეალურად ახდება, მერე დავინახავთ, სინამდვილეში რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს. ქალბატონმა თაკომ თვითონ არ მისცა პირველი მაგალითი სხვებს და ამით მისცა მათ საქირქილო საფუძველი, მაგრამ თავად ქალბატონ თაკოს ეს რომ შეესრულებინა, მერე ვნახავდით, ვინ იქირქილებდა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე  იაგო ხვიჩია.

თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვინც "ფუნთუშებზე გაზრდილი საბა ბუაძის, მუსტანგზე ამხედრებული ხაზარაძის და ბიძინა ივანიშვილის, გახარიას იმედად არის დარჩენილი“, ან "პოლიტიკურად ბეცია“, ან “ნეტარი“.



დღის ამბები